Monday, December 13, 2010

კლიპი

ამ კლიპში წარმოდგენილია საკონკურსო კლიპი, რომელშიც გამოყენებულია დაბა ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების თენგიზ კვირკველიას, ნუგზარ ყალიჩავას და ირაკლი ჯანჯღავას ნახატები. ნახატები სერულებულია გუაშით დაპასტელით.

ლექსის ავტორია ნუგზარ ყალიჩავა.


პატარა ქვეყნის დიდო ღირსება,
დედა ტაძარი - სვეტიცხოველი
გოლგოთის მთიდან ნათელი გვწვდება,
და სიდონია კვართთან მოგველის.

კვიპაროსის ხე მადლით ივსება
წმინდა ნონოს ჯვარს ელის რომელიც,
მაყვლოვანში რომ ლოცვა ინთება
შეიმუსრება კერპი ყოველი.

თხოთის მზემ რომ ფერი იცვალა,
და მეფემაც ცნო ზეშტასოფელი.
წალკოტში წმინდა სვეტი გაცოცხლდა
ნინო ქადაგებს მადლის მთოველი.

სულიწმიდის გზა არჩეულია
და ისტორია ტაძრის დაიწყო
ცხოველი სვეტი რწმენის ბურჯია,
ღვთის ნებით წმინდა მირონი გვეცხო

ჟამმა იჟამა, ნიჭმა იძალა,
მარჯვენამ საქმე ღირსი ქმნა ქების
და დღესაც ჰგიებს სვეტიცხოველი
ვით ნიშანსვეტი ქართველთ ცხოვრების!








ფონად გამოყენებულია "ქართული ხმების" მიერ შესრულებული საგალობელი "შენ ხარ ვენახი". ეს საგალობელი არის შუა საუკუნეების ქართული იამბიკო და გალობა, დაწერილი საქართველოს მეფე დემეტრე I-ის (1097-1156) მიერ. კომპოზიტორი გალობისა უცნობია და ხალხურადაა მიჩნეული. „შენ ხარ ვენახი“ ერთ-ერთია იამბიკოების სერიიდან - „ღმრთისმშობელისადმი“, რომელიც დემეტრემ, სავარაუდოდ დავით გარეჯის მონასტერში ბერად ყოფნისას დაწერა. საკუთრივ გალობა, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია შუა საუკუნეების ქართული მრავალხმიანი მუსიკისა.

ტექსტი

შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.



ამ ლინკის დახმარებით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ კლიპი

სვეტიცხოველი და საქართველო

სიდონია კვართთან

კვიპაროსის ხე

წმინდა ნინო

ლოცვა მაყვლოვანში

კერპების მსხვრევა