Monday, December 13, 2010

კლიპი

ამ კლიპში წარმოდგენილია საკონკურსო კლიპი, რომელშიც გამოყენებულია დაბა ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების თენგიზ კვირკველიას, ნუგზარ ყალიჩავას და ირაკლი ჯანჯღავას ნახატები. ნახატები სერულებულია გუაშით დაპასტელით.

ლექსის ავტორია ნუგზარ ყალიჩავა.


პატარა ქვეყნის დიდო ღირსება,
დედა ტაძარი - სვეტიცხოველი
გოლგოთის მთიდან ნათელი გვწვდება,
და სიდონია კვართთან მოგველის.

კვიპაროსის ხე მადლით ივსება
წმინდა ნონოს ჯვარს ელის რომელიც,
მაყვლოვანში რომ ლოცვა ინთება
შეიმუსრება კერპი ყოველი.

თხოთის მზემ რომ ფერი იცვალა,
და მეფემაც ცნო ზეშტასოფელი.
წალკოტში წმინდა სვეტი გაცოცხლდა
ნინო ქადაგებს მადლის მთოველი.

სულიწმიდის გზა არჩეულია
და ისტორია ტაძრის დაიწყო
ცხოველი სვეტი რწმენის ბურჯია,
ღვთის ნებით წმინდა მირონი გვეცხო

ჟამმა იჟამა, ნიჭმა იძალა,
მარჯვენამ საქმე ღირსი ქმნა ქების
და დღესაც ჰგიებს სვეტიცხოველი
ვით ნიშანსვეტი ქართველთ ცხოვრების!








ფონად გამოყენებულია "ქართული ხმების" მიერ შესრულებული საგალობელი "შენ ხარ ვენახი". ეს საგალობელი არის შუა საუკუნეების ქართული იამბიკო და გალობა, დაწერილი საქართველოს მეფე დემეტრე I-ის (1097-1156) მიერ. კომპოზიტორი გალობისა უცნობია და ხალხურადაა მიჩნეული. „შენ ხარ ვენახი“ ერთ-ერთია იამბიკოების სერიიდან - „ღმრთისმშობელისადმი“, რომელიც დემეტრემ, სავარაუდოდ დავით გარეჯის მონასტერში ბერად ყოფნისას დაწერა. საკუთრივ გალობა, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია შუა საუკუნეების ქართული მრავალხმიანი მუსიკისა.

ტექსტი

შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.



ამ ლინკის დახმარებით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ კლიპი

სვეტიცხოველი და საქართველო

სიდონია კვართთან

კვიპაროსის ხე

წმინდა ნინო

ლოცვა მაყვლოვანში

კერპების მსხვრევა

Sunday, December 12, 2010

ცის გახსნა

ხის ეკლესიის აგება

მეფე დემეტრე

კატალიკოსის დანიშვნა

კლიპი და პრეზენტაცია

ამ პოსტში გთავაზობთ ვიდეოკლიპს ”ქებას გიბედავთ დედატაძარო”. კლიპი დამზადებულია სვეტიცხოველის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში ”ჩემი სვეტიცხოველი” მონაწილეობის მისაღებად.

კლიპის შექმნის იდეა დეტალურად განიხილეს მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა. ირაკლი ჯანჯღავამ (მე-10 კლასი), თენგიზ კვირკველიამ (მე-11 კლასი) და ნუგზარ ყალიჩავამ (მე-11 კლასი) გუაშით და პასტელით შეასრულეს ”ქართლის ცხოვრების” ის ეპიზოდები, რომლებიც ეხება სვეტიცხოველის ისტორიას მცხეთაში წმინდა კვართის ჩამობრძანებიდან დღემდე. მოსწავლეებმა ნახატებს გაუკეთეს კომენტარები, რომლებიც მოგვიანებით გაირითმა და ლექსის სახე მიიღო. დასკანირებული ნახატებისა და ლექსისგან კლიპი მომზადდა, რომელსაც ქართული ხმების შესრულებით საგალობელი ”შენ ხარ ვენახო” დაედო ხმოვან ფონად.


კლიპის სანახავად საჭიროა Windows media Player
ან Microsoft Office PowerPoint 2010 (2010! უფრო ადრინდელ ვერსიებში ხმა არ ექნება)

ამ ლინკის დახმარებით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მასალები



ეს არის მხოლოდ კლიპის ლინკი (55მბ)

ეს კი პრეზენტაცია 2010 (15 მბ)

დღევანდლობა

ნათლობა

კონკურსის პირობები

აკად. ი. ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებატა საგნობრივი ჯგუფის კათედრა
..............
სვეტიცხოველის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აცხადებს კონკურსს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის თემაზე "ჩემი სვეტიცხოველი".

ნაშრომები შეიძლება მომზადდეს სხვადასხვა სახით; ისტორიული თხზულების, ვიდეოფილმის (10-15 წთ), ფოტორეპორტაჟის 9კომენტარებიტ), კომპიუტერული პროექტის, ლექციის, ფოტოალბომის, ჩანახატის, ნახატის, ნაძერწის და ა.შ.